მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
03-09-2026

1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გააჟღერა განათლების მინისტრმა, თუმცა ამ დრომდე სხვა დეტალები უცნობია.

შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა არაერთი კითხვა, მათ შორის კი უმთავრესია - შეეხებათ თუ არა მეორადი ჩარიცხვები ეროვნულებზე ჩაჭრილ აპლიკანტებს?

როგორც თავის დროზე მინისტრმა განმარტა, გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, ვინც კი არ ჩაიჭრა, არამედ ქულები არ ეყო უმაღლესში ჩასარიცხად:

„მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნება მიღებული...

უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე“, - განმარტა ბრიფინგზე გივი მიქანაძემ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203