რა არის სასკოლო შფოთი და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ემოციური წნეხის დაძლევაში
12-09-2026

სასწავლო წლის დაწყება სიხარულთან ერთად დიდ ემოციურ წნეხსაც ნიშნავს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი პირველკლასელებისთვის, რომლებიც სრულიად უცხო გარემოში იწყებენ თავის დამკვიდრებას და ცხოვრების ახალ ეტაპს. მშობლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ისიც არის, რომ შვილებს  სასკოლო შფოთვა შეუმსუბუქონ. გაეროს ბავშვთა ფონდი გთავაზობთ რჩევებს, რომელიც მშობლებს დაეხმარება ამ პროცესის მარტივად გადალახვაში.

1. აგრძნობინეთ უპირობო მხარდაჭერა - ჰკითხეთ ბავშვს თუ როგორ გრძნობს თავს სკოლის შემდეგ. შესაძლოა, მას საუბარი არ სურდეს, მაგრამ აგრძნობინეთ, რომ მასზე ფიქრობთ, უთხარით რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მის გვერდით ხართ.

2. აუხსენით, როგორ ითხოვოს დახმარება -  კავშირდე იყავით სკოლასთან და მასწავლებელთან. აუხსენით ბავშვს, რომ სირთულეების სემთხვევაში დახმარება სწორედ მათ უნდა სთხოვოს.

3. შეახსენეთ მისი ძლიერი მხარეები - აუხსენით, რომ წარუმატებლობის მიხედავად მას აქვს ძლიერი მხარეები და პოზიტიური უნარები, რომელთა გამოყენებაც შეუძლია. აგრძნობინეთ რომ მას კლასის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. 

4. იზრუნეთ საკუთარ თავზე - თუკი სტრესთან და ცვალებად გარემოსთან ადაპტირება გიჭირთ, უმჯობესია პირველ რიგში, იზრუნოთ საკუთარ თავზე, შემდეგ კი აჩვენოთ ბავშვს, თუ როგორ ზრუნავთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. მაგალითადმ უთხარით რომ გარეთ სეირონას აპირებთ დაძაბულობის მოსახსნელად და შესთაბაზეთ შემოგიერთდეთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203