პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე
03-09-2026

2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმა I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდა.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის პიჯაკის ქვეშ რამდენიმე ტიპის ზედა სამოსია დასაშვები. გავრცელებული ინფორმაციით,  მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაიცვან პერანგი ან ბლუზა, პოლოს ტიპის მაისური, სადა მაისური, მაღალსაყელოიანი ზედატანი (როლინგი), სვიტერი ან ჯემპრი.

ზედატანი უნდა იყოს სადა და მასზე არ უნდა იყოს დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერები, გამოსახულებები და ორნამენტები. ამასთან, დასაშვებია მწარმოებლის მცირე ზომის ლოგო, ასევე სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი, იმ პირობით, რომ ეს დეტალი სამოსის ძირითად ფერს არ შეცვლის.

პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელი ზედა სამოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელი ზედა სამოსი შეიძლება იყოს:

პერანგი ან ბლუზა

პოლოს ტიპის მაისური

სადა მაისური

მაღალსაყელოიანი ზედატანი (როლინგი)

სვიტერი ან ჯემპრი

დასაშვები ფერები

ძირითადი ფერი უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან:

თეთრი

ცისფერი ან ღია ლურჯი

ღია ნაცრისფერი
(ასევე დასაშვებია ამ ფერების ერთმანეთთან კომბინაცია).

დიზაინი და გაფორმება

ზედატანი უნდა იყოს სადა. მასზე არ უნდა იყოს დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერა, გამოსახულება ან ორნამენტი.

დაშვებულია მხოლოდ:

მცირე ზომის მწარმოებლის ნიშანი.

სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი (თუ ის არ განსაზღვრავს სამოსის ძირითად ფერს).

პირობები ვრცელდება სკოლის დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203