
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ხარობენ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და კურსდამთავრებულებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„გვინდა განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნოთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება. მათ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლესი შეფასებები მიიღეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ცოდნა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.
გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია. თითოეული მათგანის წარმატება არის მრავალწლიანი შრომის, სწავლისა და თავდადების შედეგი.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას, საინტერესო პროფესიულ გზასა და კიდევ არაერთ გამარჯვებას. გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად გააგრძელებენ იმ წარმატების ისტორიას, რომელიც ჩვენს სკოლასთან ერთად შექმნეს.
თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.