ვებინარი ბაღისა და სკოლის პედაგოგებისთვის
01-09-2026
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პერსონალს, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და პირველკლასელთა მშობლებს ვებინარს თემაზე - „ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“ სთავაზობს.
 
ვებინარის ელექტრონული ვერსია ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სერვისების და რესურსების პორტალზე ,,განათლების E სახლი“.
ვებინარზე, რომელიც „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მოეწყო, განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა:
 
წარმოდგენები სასკოლო მზაობის შესახებ;
 
როგორ მოვემზადოთ სკოლაში ტრანზიციისთვის - სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ხელშემწყობი სტრატეგიები საბავშვო ბაღსა და სკოლაში;
 
ოჯახის, საბავშვო ბაღისა და სკოლის თანამშრომლობის მნიშვნელობა პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებაში უმტკივნეულო და სრულფასოვანი ჩართვისთვის.
 
ვებინარის მომხსენებელია საბავშვო ბაღის აღმზრდელი თამარ გვიანიშვილი, ფასილიტატორი - სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ საღინაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203