რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან
01-09-2026

გამოავლინდა 100 დამრიგებელი, რომლებსაც 2026-2027 სასწავლო წელს 250 ლარიანი დანამატი მიეცემათ პროექტ „ჩემი დამრიგებელის“ ფარგლებში. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში 243 საპროექტო განაცხადი შევიდა, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ  დაფინანსებისთვის 100 პროექტი შეარჩია. 

„პროექტები მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,  ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ბულინგის პრევენციასა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

100  გამარჯვებული პროექტის ავტორი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ 250-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203