
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სამგზის სერტიფიცირებული მასწავლებელი თამარ ჩაკვეტაძე, რომელმაც წელს რიგით მე-3 საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
სკოლაში პედაგოგის წარმატებით ხარობენ და მას წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ულამაზეს, ნიჭიერ, შემოქმედ - საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ - თამარ ჩაკვეტაძეს - ვულოცავთ რიგით მე-3 საგნის ( ქართული ენა და ლიტერატურა I - VI ) სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას!
გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.