„გვეამაყებით და გვჯერა თქვენი!“ - მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
01-09-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და მათ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ულოცავს ახალი ეტაპის დაწყებას!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კარი გაიღო თქვენს ცხოვრებაში - სკოლის წლები მოგონებად იქცა, წინ კი ახალი გზა, ახალი შესაძლებლობები და ახალი გამოწვევებია.

გილოცავთ იმ დიდ ნაბიჯს, რომელსაც სტუდენტობისკენ დგამთ!

გვჯერა, რომ თქვენი ცოდნით, შრომით, პასუხისმგებლობითა და ადამიანური ღირსებებით ღირსეულად გააგრძელებთ იმ გზას, რომელიც ჩვენი სკოლის კედლებში დაიწყეთ.

იყავით მიზანდასახულნი, გაბედულნი და ყოველთვის გახსოვდეთ: სადაც არ უნდა მიგიყვანოთ ცხოვრებამ, თქვენი სკოლა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნაწილად დარჩება.

წარმატებები თქვენს სტუდენტურ გზაზე!

გვეამაყებით და გვჯერა თქვენი! 

გილოცავთ სტუდენტობას, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“, - ვკითხულობთ სკოლის დირექციის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203