
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ.
მათ შორიისაა XIა კლასის მოსწავლე ლიზი მიქავა, რომელმაც STEAM ბანაკში მიიღო მონაწილეობა. მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა.
ახლახან, GITA-ს STEAM ბანაკის მესამე და დასკვნითი ნაკადი წარმატებით დასრულდა.
ექვსი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა 100-მა მონაწილემ მრავალფეროვანი პრაქტიკული დავალებების, ექსპერიმენტების, ინტერაქტიული შეხვედრებისა და გუნდური გამოწვევების საშუალებით STEAM-ის სხვადასხვა მიმართულება გაიცნო, ახალი ცოდნა და გამოცდილება მიიღო და საკუთარი იდეებისა და პროექტების შექმნაზე იმუშავა. პროექტში აქტიურად იყო ჩართული ფოთის N7 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე ლიზი მიქავა.
აღსანიშნავია, რომ ბანაკის მონაწილეებმა ახალი ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად გაიჩინეს ახალი მეგობრები, ისწავლეს გუნდური მუშაობა, აღმოაჩინეს ბევრი საინტერესო რამ და ბანაკიდან შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და სრული დაფინანსებით განხორციელდა.