ფოთის N7 სკოლის მოსწავლე დაჩი ფუტკარაძემ ერთი კვირა რობოტექნიკის საზაფხულო სკოლაში გაატარა
01-09-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებზეც არ წყვეტენ სწავლასა და განვითარებას. 

მათ შორისაა, სკოლის XI კლასის მოსწავლე დაჩი ფუტკარაძე, რომელმაც ერთი კვირა  „რობოტექნიკის საზაფხულო სკოლაში“ გაატარა. 

აღსანიშნავია, რომ გორში გამართული თემატური ახალგაზრდული ბანაკის მეორე ნაკადი  „რობოტექნიკის საზაფხულო სკოლას“ დაეთმო. პროექტში მონაწილეობდა ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი ფუტკარაძე.

 ბანაკის მონაწილეებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სააგენტოს სერვისებსა და განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ისაუბრეს საკუთარ იდეებსა და ინიციატივებზე.

შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. ისინი ასევე მონაწილეობდნენ შემეცნებით ექსკურსიაში და რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს.

 ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203