
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში 2026 წლის ერთადერთი კურსდამთავრებულის - სოფია კვიციანის წარმატებით ხარობენ.
აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტობის უფლება მოიპოვა.
წარმატებული კურსდამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
„სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
გილოცავთ, ძვირფასო სოფია და წარმატებებს გისურვებთ, გვემაყები ახლა კი უნივერსიტეტმა უნდა იმაყოს შენით
ასევე, ვულოცავთ ყველა სტუდენტს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ბეშთაშენის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან ზოგად განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.