სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია
01-09-2026

სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით ექნებათ.

რეალიზაციისპუნქტები

2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. პირველ ეტაპზე ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის გაიყიდება.

შეგახსენებთ რომ ფორმის შეძენა მხოლოდ ონლაინ გადახდითა შესაძლებელი.

სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;
  • არიან მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) წევრები, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203