განაცხადების მიღება დღეს, 17:00 საათიდან დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალებს ავრცელებს
31-08-2026
2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც:
 
  • განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური;
  •  საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
  • საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე;
  • საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება. 
 
განაცხადები მიიღება 31 აგვისტოს  17:00 საათიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
 
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203