„ვულოცავთ, კურსდამთავრებულებს, პედაგოგებსა და მშობლებს“ - სენაკის N3 სკოლის აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
სენაკის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობენ:
- ანრი სიჭინავა -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამართალი;
- ნინო ფრანგიშვილი - თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ფილოლოგირი ფაკულტეტი;
- სიფო არუთინოვი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირება და ტურიზმი (ინგლისურენოვანი);
- ლუკა კაჭარავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
- მარიამ ღურწკაია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი);
- გიორგი გაბელია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
- გიორგი კვარაცხელია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
- ლიზი გვაზავა - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - ტურიზმი;
- ნინო ჟიშკარიანი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - ტურიზმი;
- ლანა წულეისკირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორია;
- გუგა გვასალია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - დიპლომირებული სტომატოლოგი;
- მათე ეჯიბია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება;
- ლუკა სამინავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მშენებლობა;
- მარიამ პირტახია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გიორგი გაგუა-თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება;
სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
„ვულოცავთ, ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, პედაგოგებს და მშობლებს“,- აღნიშნავს მარინე ნანეიშვილი და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრად და მხარდმჭერად რჩება.