„ყოველთვის გაბედულად იარეთ თქვენი ოცნებებისკენ“-მერევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინა ღუღუნიშვილი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა​ მოსწავლეებს ხარისხიან ზოგად განათლებას აძლევს, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

ტრადიციულად, წელსაც სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ. სკოლის დირექტორი ეკატერინა ღუღუნიშვილი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახლავთ, კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. ​

მერევის საჯარო სკოლა გილოცავთ ჩვენო მოსწავლეებო და აწ უკვე სტუდენტებო

განსაკუთრებული სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპს...

თქვენ ეს შეძელით... შრომამ, მონდომებამ, მოთმინებამ და იმ უამრავმა დღემ, როცა მიზნის მისაღწევად იბრძოდით, შედეგი გამოიღო. დღეს უკვე შეგიძლიათ ამაყად თქვათ — ჩვენ სტუდენტები ვართ.

გისურვებთ, თქვენი სტუდენტობის წლები იყოს ცოდნით, საინტერესო ადამიანებით, ახალი აღმოჩენებითა და უამრავი წარმატებით სავსე!

არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და ყოველთვის გაბედულად იარეთ თქვენი ოცნებებისკენ!

თქვენი სკოლა და მასწავლებლები მუდამ იამაყებენ თქვენი წარმატებით.

თქვენი გამარჯვება ჩვენთვისაც დიდი სიხარულია.

გილოცავთ, სტუდენტობას, ჩემო კარგებო წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები, ბევრი გამარჯვება და ოცნებების ასრულება გელოდებათ“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203