
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად სკოლაში გიორგი კაპანაძის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ.
ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიორგი კაპანაძემ 66კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს არის უდიდესი შრომის, თავდადების, დისციპლინისა და ბრძოლისუნარიანობის შედეგი. თითოეული ვარჯიში, თითოეული სირთულის გადალახვა და დაუღალავი შრომა დღეს ამ დიდ წარმატებად იქცა.
„გილოცავ ამ საოცარ მიღწევას! წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება გელოდება. მეამაყები!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.