
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
აბიტურიენტებს შორის გამორჩეული შედეგები აჩვენეს და სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან: სერაკ ვარტანიანი, ქრისტინე ბერიკიანი, ვაღუშ კაზარიანი და დავით დავთიანი.
სკოლაში ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით, ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და კურსდამთავრებულებს სტუდენტობას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვუსურვებთ, წარმატებით ისწავლონ და საქართველოსთვის პატრიოტი, პროფესიონალი და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები გახდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.