დაბა სიონის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა
31-08-2026

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის 2026 წლის ერთადერთი კურსდამთავრებული სტუდენტია. აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტობის უფლება მოიპოვა. 

წარმატებული კურსდამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი სოფლის მცირეკონტიგენტიანი სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან ზოგად განათლებას აძლევს, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203