
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
წელს, სკოლიდან გამოცდებზე ოთხი აბიტურიენტი გავიდა და 4-ვე სტუდენტი გახდა. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას აგრძელებენ - ლევან შავაძე, ლინა შავაძე, ფინარა ბაგმანოვა და რიტა პაქსაძე.
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით. დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.