მე-9 და მე-10 კლასელთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება საღამოს საჯარო სკოლაში
31-08-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლამ წელს კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა. საბაზო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. 

გაიმართა თავისი მასშტაბით გამორჩეული და დაუვიწყარი ღონისძიება: მშობლიურ სკოლას ერთდროულად დაემშვიდობა ორი კლასი - მე-9 და მე-10.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ​ეს წელი ისტორიული იყო სკოლისთვის - მას ჰყავდა თავისი პირველი და უკანასკნელი მე-10 კლასი, ეს ისტორიული ფურცელი კი ორმა მოსწავლემ გადაშალა.  

​კლასის დამრიგებლების, ა. ნალბანდიანისა და ვ.კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლის უკანასკნელი დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მოეწყო ამაღელვებელი „უკანასკნელი გაკვეთილი“, რომლის დროსაც, ტრადიციისამებრ, კურსდამთავრებულთა პერანგებზე ყველამ თბილი სურვილები და საუკეთესო მოგონებები დაწერა.

ამ დღემ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203