სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლე თამარ ცირეკიძე ბრიტანეთის Nottingham Trent University-ში ჩაირიცხა
27-08-2026

სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლემ, თამარ ცირეკიძემ, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - იგი ჩაირიცხა დიდ ბრიტანეთში მდებარე Nottingham Trent University-ში, სადაც სექტემბრიდან ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.

„Nottingham Trent University (NTU) დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი თანამედროვე და სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამებითა და დამსაქმებლებთან ძლიერი კავშირებით.
უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტურ გამოცდილებასა და კარიერულ განვითარებას და ყოველწლიურად ათასობით საერთაშორისო სტუდენტს მასპინძლობს. 
 
თამარ, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! 
 
გვჯერა, რომ ეს მხოლოდ შენი დიდი გზის დასაწყისია. გისურვებთ წარმატებებს, საინტერესო სტუდენტურ წლებს და უამრავ ახალ შესაძლებლობას ინგლისში! 
 
გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“, - აღნიშნულია სკოლის მისალოცში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203