„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს
შპს კერძო სკოლა „ინტელექტის“ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით აჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! კიდევ ერთი სასწავლო წელი დაგვირგვინდა უდიდესი სიხარულითა და სიამაყით! ჩვენი სკოლის გამორჩეულმა, შრომისმოყვარე და მიზანდასახულმა მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს მნიშვნელოვანი ეტაპი და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ!
სიამაყით გიზიარებთ მათ წარმატებებს:
მარიამ ჯანაშია - ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი
ილია გაგოშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საჯარო მმართველობა;
ანასტასია კასიანი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბიოლოგია-ქიმია;
ალექსანდრე თურმანიძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სურსათის ტექნოლოგია;
მონიკა შენგელია - ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (ქართულენოვანი პროგრამა);
დემეტრე დეკანოიძე - ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი პროგრამა);
ლაზარე შურღაია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებები; (ინგლისურენოვანი პროგრამა).
ძვირფასო სტუდენტებო, სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე ფეხის დადგმას! გისურვებთ დაუღალავ შრომას, დიდ პროფესიულ წინსვლასა და ყველა დასახული მწვერვალის დაპყრობას. ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების! “ - აღნიშნულია მოსალოც ტექსტში.