
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის ვაჰან ტერიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და პედაგოგებსა სიამაყის მიზეზიც ბევრჯერ მისცეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასია ნალბანდიანმა სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. მან მონაწილეობა მიიღო თხზულებათა ორ კონკურსში, რომელთაგან ერთ-ერთში მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ქიმიის ოლიმპიადაზე და მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ასიამ 67 ქულა დააგროვა.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ჰეღინე სირაკანიანი. მან მონაწილეობა მიიღო თხზულებათა ორ კონკურსში და ორივე შემთხვევაში წარმატებით გადავიდა მეორე ეტაპზე. ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში ჰეღინემ 45 ქულა მოაგროვა.
წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჰასმიკ ნალბანდიანმა, მან ზოგადი უნარების გამოცდაში 57 ქულა დააგროვა.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულთა მიღწევებით და მათ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.