
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლას 2025-2026 სასწავლო წელს 13 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათგან ცხრა აბიტურიენტმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა.
სკოლის ინფორმაციით, კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლესში სწავლის გაგრძელებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში შეძლებენ.
სკოლაში მიღწეულ შედეგს მოსწავლეების შრომისა და პედაგოგების პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვან შედეგად აფასებენ. კურსდამთავრებულებს ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.