
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფიროსმანის საჯარო სკოლა მოსწავლე საბა სურმანიძეს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავს.
სკოლის ინფორმაციით, საბას მიღწეული წარმატება მისი შრომის, მონდომებისა და მიზნისკენ თავდაუზოგავი სწრაფვის შედეგია.
სკოლის წარმომადგენლები ახალგაზრდა სტუდენტს სტუდენტობის ბედნიერ და წარმატებულ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, ცოდნასა და არაერთ გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებები შენს ახალ და საინტერესო გზაზე!“ - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.