„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს
26-08-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით დასრულებულ სასწავლო ეტაპს განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღნიშნავენ. სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სწავლის გაგრძელების უფლება სხვადასხვა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა.

სკოლის კურსდამთავრებულებს შორის არიან:

  • ნიკა ჯიმშელეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამა. მან სწავლის დაფინანსებაც მოიპოვა.
  • მარიამ ფასურიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის პროგრამა.
  • ნიკოლოზ როსტიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი.
  • ანდრია წურწუმია - უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა.
  • ბესო ლომიძე - კოლეჯი „იკაროსი“, სარეესტრო მომსახურების პროგრამა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კურსდამთავრებულთა თითოეული წარმატება განსაკუთრებით საამაყოა. ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნითა და შრომისმოყვარეობით შეძლეს სასურველი საგანმანათლებლო მიმართულებების არჩევა და ახლა პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, უამრავ შესაძლებლობას, წინსვლასა და კიდევ ბევრ გამარჯვებას!“ - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203