წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა
26-08-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთადერთი კურსდამთავრებული, ალექსანდრა ფანგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

კურსდამთავრებულის წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც თავად ალექსანდრასთვის, ისე მისი ოჯახისა და მშობლიური სკოლისთვის. სტუდენტობის ახალი ეტაპი მას ახალი ცოდნის მიღების, პროფესიული განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

წვირმის საჯარო სკოლა ალექსანდრა ფანგანის წარმატებას ულოცავს და სტუდენტობის პერიოდში წარმატებებს, წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203