საჩინოს N1 საჯარო სკოლის ექვსივე კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლა ექვს კურსდამთავრებულს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას ულოცავს.
სკოლის ინფორმაციით: სალომე არდია, ელენე გაბედავა, ილია შელია, გიორგი შელია, ლუკა გობეჩია და სანდრო ფიფია საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ სწავლას.
სკოლის ადმინისტრაცია ახალგაზრდებს სტუდენტობის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
„გზა დაგელოცოთ, ახალგაზრდებო, გესახელებინოთ ოჯახი, სკოლა, მთელი საქართველო, იღვაწეთ და გახდით ერისა და ქვეყნის საამაყო შვილები“, - ნათქვამია სკოლის მილოცვაში.