ჭუბერის საჯარო სკოლის ხუთი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა
26-08-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო ეტაპის დაწყება სასიხარულო სიახლეს უკავშირდება - სკოლის ხუთი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა და სასურველი პროფესიის დაუფლებას შეუდგება.

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და მათ წარმატებულ მომავალს უსურვებს.

დემეტრე ანსიანმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულება აირჩია.

ლუკა ვიბლიანი სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა“ მიმართულებით გააგრძელებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა ასევე ბაჩი ბაქრაძე, რომელიც ინფორმატიკის მიმართულებას დაეუფლება.

მარიამ ცინდელიანმა პროფესიული მომავლისთვის საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია და სწავლას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელებს.

ემზარ ცინდელიანი კი ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით ისწავლის.

ჭუბერის საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, რომ კურსდამთავრებულთა წარმატება სკოლისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი და საამაყო შედეგია.

„ბედნიერი სტუდენტობა ჩვენს მოსწავლეებს სამშობლოს, ოჯახის და სკოლის გასახარად!“ — აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203