ქარიატის სკოლელების ტრიუმფი ეროვნულებზე - კურსდამთავრებულები წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
27-08-2026

ხობის მუნიციპალიტეტის, ქარიატის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად სწავლის მაღალ ხარისხზე, თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მასწავლებელთა შრომა, მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი კი ყოველწლიურად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე.

წელს ქარიატის საჯარო სკოლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს ოთხი გამორჩეული ახალგაზრდა აბარებდა. განსაკუთრებით საამაყო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოთხივე მათგანმა მაქსიმალური შედეგი აჩვენა და წარმატებით ჩაირიცხა საქართველოს წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტებში!

ზუკა ჭიჭინაძე - ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ);

ეთო გურალია - ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ);

ნიკა რუხაია - ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ);

ნიკა შელია - ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ).

„ჩვენო ძვირფასებო, ქარიატის საჯარო სკოლა უზომოდ ამაყობს თქვენით! თქვენ დაამტკიცეთ, რომ მიზანდასახულობას საზღვრები არ აქვს და ძლიერი პედაგოგიური გუნდის მხარდაჭერით, შესაძლებელია უდიდესი მწვერვალების დაპყრობა.

დღეიდან თქვენ ცხოვრების სრულიად ახალ, საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპს იწყებთ. გვჯერა, რომ სტუდენტურ წლებს ღირსეულად გაივლით, შეიძენთ უამრავ მეგობარს, დააგროვებთ ცოდნას და მომავალში კიდევ არაერთხელ ასახელებთ როგორც ოჯახებს, ისე მშობლიურ სკოლას!

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, საინტერესო გამოცდილებას, უამრავ ახალ შესაძლებლობას და ყველა ოცნების ასრულებას! გზა მშვიდობისა, ჩვენო სტუდენტებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203