„თქვენი წარმატება ჩვენი სიამაყეა“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
კაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ, წარმატებეულ მომავალს უსურვებს მათ.
„სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგთა გუნდი დიდი სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ სტუდენტობას ჩვენი სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებსა და გულშემატკივრებს.
ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობასო, დიდმა ილია მართალმა ბრძანა. არ დაგვიკლია შრომა, რომ ჩვენი აღსაზრდელები ღირსეულად შესდგომოდნენ საასპარეზო გზას... საქართველოს მომავლის შენებისათვის საიმედო და სასიხარულო ნიშანია ჩვენი ახალგაზრდების წარმატება.
ბედნიერება დაგმგზავრებოდეთ, ბავშვებო!
ჩვენი სკოლა ამაყობს თქვენი მიღწევებით! გვჯერა, რომ თქვენი გონების ნათელი და კეთილშობილება კიდევ მრავალჯერ ასახელებს საქართველოს, საჩხერეს და მშობლიურ სკოლას“, - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.
იხ. წარმატებული კურსდამტავრებულების სია: