სკოლის კედლებს მიღმა ახალი გზა იწყება - ქუთაისის N16 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ
26-08-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხნენ. 

სკოლის კურსდამთავრებულებს შორის არიან შაკო, ნინი, ბარბარე და ნია, რომელთა წარმატებას მათი დამრიგებელი, ლალი მილორავა, განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით შეხვდა.

კოლეგისა და მისი კურსდამთავრებულებისადმი გავრცელებულ მილოცვაში, რომელიც სკოლამ გამოაქვეყნა აღნიშნულია, რომ მოსწავლეების სტუდენტობა მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა როგორც თავად ახალგაზრდებისთვის, ისე მათი დამრიგებლისთვის, რომელმაც მათ სასკოლო წლებში სიყვარული არ მოაკლო და მაქიმალურად ეცადა მათთვის შესაბამისი განათლება მიეცა. 

„ეს უდიდესი სიხარული და სიამაყეა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი დამრიგებლისთვის, რომელმაც თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან გზაზე ბევრი სიყვარული, შრომა და სითბო ჩადო“, - ნათქვამია მილოცვაში.

კურსდამთავრებულებს სტუდენტობის დაწყება გულითადად მიულოცეს და უსურვეს, ახალი ცხოვრების ეტაპი წარმატებით, ბედნიერებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით სავსე ყოფილიყო.

ახალგაზრდებისთვის სტუდენტობის წლები ახალი შესაძლებლობების, ცოდნისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს წინ საინტერესო და წარმატებული გზა ელით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203