
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებას განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღნიშნავენ. სკოლის სამი კურსდამთავრებული: ფიქრია თაბაგარი, ლიზი გაგნიძე და გიორგი ღუღუნიშვილი სტუდენტობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ.
სკოლა ახალგაზრდებს სტუდენტობას გულითადად ულოცავს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანის მიღწევა სკოლის, მშობლებისა და მასწავლებლების საერთო სიხარული და სიამაყეა.
„დღეიდან თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. გისურვებთ, ცოდნით, შრომისმოყვარეობითა და ადამიანური ღირსებებით ღირსეული სტუდენტები და წარმატებული ადამიანები გახდეთ. არასოდეს დაკარგოთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ყოველთვის გაბედულად იარეთ დასახული მიზნებისკენ.
გვეამაყებით, გვიხარიხართ და გვჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი დიდი წარმატება გელოდებათ! წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ, ჩვენო საამაყო კურსდამთავრებულებო!
თქვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენით“- აღნიშნულია მისალოც ტექსტში.