
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის დირექტირის როენა ფიფიას ინფორმაციით ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული სამივე კურსდამთავრებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
ვახტანგ მატუა და ლუკა ფიფია სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ.
ჯაბა ქუხილავა კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
სკოლის დირექტორმა როენა ფიფიამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევა სკოლისათვის დიდი სიხარულისა და სიამაყის საფუძველია.