„ვამაყობ თითოეული თქვენგანით!“ - მაიდნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას პირველი მასწავლებელი ულოცავს
26-08-2026
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ. მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველ უნივერისტეტებში ჩაირიცხნენ. 
 
კურსდამთავრებულთა წარმატება გასანსაკუთრებით ემოციური და სასიხარულო აღმოჩნდა პირველი მასწავლებლისთვის, ნინო მიქაძისთვის. 

მისი თქმით, ახალგაზრდების მიღწევა მათი შრომის, მონდომების დამსახურებაა.

„გილოცავთ ჩარიცხვას, ჩემო ძვირფასო და საყვარელო მოსწავლეებო! თქვენი შრომა, მონდომება და თავდადება ნამდვილად დაფასდა“, - წერს ნინო მიქაძე.

პირველი მასწავლებელი მოსწავლეებს სტუდენტობის ახალ ეტაპზე წარმატებას, ახალ შესაძლებლობებსა და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს.

„გისურვებთ წარმატებით სავსე სტუდენტურ წლებს, უამრავ ახალ შესაძლებლობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას! ვამაყობ თითოეული თქვენგანით! მიხარიხართ და მიყვარხართ! 100% ჩაბარება! ყოჩაღ თქვენ!“- აღნიშნავს ნინო მიქაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203