„ჩვენ გვჯერა თქვენი!“ - სალხინოს საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
26-08-2026

სალხინოს სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები განსაკუთრებით საამაყო აღმოჩნდა - თათია ხანთაძე და ლუკა ცხვარაძე სტუდენტები გახდნენ.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ახალგაზრდებს წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ:

„ჩვენო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას! ეს არის ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში... ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, უამრავი წარმატება გელით! ჩვენ გვჯერა თქვენი!“ - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.

სალხინოს სკოლაში მყარად სჯერათ, რომ თათია და ლუკა, უნივერსიტეტშიც დიდი მონდომებით გააგრძელებენ სწავლას და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ მშობლიურ სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203