როცა ოცნებები რეალობად იქცევა - სეფიეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია!
26-08-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის, სეფიეთის საჯარო სკოლაში უდიდესი სიამაყის მიზეზი აქვთ -  გამორჩეულმა, ნიჭიერმა და მიზანდასახულმა კურსდამთავრებულმა, ანი ლაბარტყავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული  სასწავლებლის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტი გახდა!

„ანი, გილოცავთ ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას! გისურვებთ უამრავ წარმატებას, საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებსა და დასახული მიზნების ასრულებას. გვჯერა, კიდევ ბევრი გამარჯვება და ულამაზესი დღე გელის! 

შენი წარმატებით მთელი სეფიეთი და აბაშა ამაყობს! მშობლიური სკოლის დიდი იმედი ხარ!“ - ასე ეხმაურებიან სეფიეთში ანი ლაბარტყავას წარმატებას და სჯერათ, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია. სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები ამაყობენ ყველა კურსდამთარებულის მიღწევით.​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203