
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ბეკამის საჯარო სკოლისთვის 2025-2026 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა - სკოლა ოთხმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დაამთავრა, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით საუკეთესო შედეგები აჩვენეს ეროვნულ გამოცდებზე.
კურსდამთავრებულთა შორის უჩა გოგალაძემ ოქროს, ხოლო მარიამ კიკნაძემ ვერცხლის მედალზე დაასრულეს სწავლა, ასევე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან ლიანა ფატარიძე და ნინი ბაქრაძე.
ამ წარმატების ლოგიკური გაგრძელება კი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გახდა - ოთხივე კურსდამთავრებულმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს დიდი გამარჯვება არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ მათი მშობლებისა და იმ პედაგოგების დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდნენ მათ განათლებაზე.