
ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობაა - 16-მა გამორჩეულმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა.
გაიცანით წარმატებული ახალგაზრდები:
ქეთი თვალიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბიზნესის ადმინისტრირება;
მარიამ ზარდიაშვილი - თსუ, ქართული ფილოლოგია;
მარიამ ბალარჯიშვილი - თსუ, ინგლისური ფილოლოგია;
მარიამ ცხადაძე - თსუ, ინგლისური ფილოლოგია;
ნინი ყუდროშვილი - თსუ, ბიოტექნოლოგია;
ელენე თომაშვილი - თსუ, ტურიზმი;
ლაშა ვარდიაშვილი - თსუ, კომპიუტერული მეცნიერებები;
ლალი ხატიაშვილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ), ქართული ფილოლოგია;
ნათია შავლიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სსუ), ქართული ფილოლოგია;
მათე ივანიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), მექანიკური ინჟინერია;
ნოდარი ციციშვილი - სტუ, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი;
გიორგი ცქვიტინიძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), საჯარო მმართველობა;
ზურა მაზანაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ), მევენახეობა და მეღვინეობა;
თათია ბეზარაშვილი - ალტე უნივერსიტეტი;
თამარ ხატიაშვილი - თბილისის სასულიერო სემინარია, ქრისტიანული ხელოვნება;
შოთა მელითაური - თბილისის სასულიერო სემინარია, თეოლოგია;
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი უდიდესი სიყვარულით ულოცავს მათ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას, დღეს ხომ ამ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობების კარი გაიღო: „გისურვებთ, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. გვჯერა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ღირსეულად მოახმართ თქვენს ქვეყანას. გვიყვარხართ და გვეამაყებით!“, - ამ სიტყვებით ემშვიდობება კურსდამთავრებულებს ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც საყვარელი ბავშვების მომავალ გამარჯვებებს ყოველთვის მოუთმენლად ელის.