„იფრინეთ მაღლა და ასახელეთ თქვენი კუთხე!“ - ლაჯანის საჯარო სკოლა საამაყო კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
26-08-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას განსაკუთრებული სიამაყითა და საზეიმო განწყობით შეხვდნენ - სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნიკოლოზ და ნინო გოლეთიანებმა, ბრწყინვალედ ჩააბარეს გამოცდები, მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი და სწავლას სასურველ პროგრამებზე განაგრძობენ.

ლაჯანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს ნიკოლოზსა და ნინოს ცხოვრების ამ ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას - წინ სტუდენტობის საინტერესო, ახალი აღმოჩენებითა და დიდი შესაძლებლობებით სავსე წლებია.

სკოლის დირექცია და პედაგოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ნიკოლოზი და ნინო წარმატებით გაივლიან სტუდენტობის გზას და კიდევ არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ კუთხეს:

„​გისურვებთ, ისეთივე შემართებითა და წარმატებით გევლოთ სტუდენტობის გზაზეც, როგორც ეს სკოლის პერიოდში შეძელით. იფრინეთ მაღლა და ასახელეთ თქვენი კუთხე და სკოლა!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203