წარმატებული ნაბიჯი დიდ მომავალში - სპასოვკის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ
26-08-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი წარმატების შესახებ ჩაიწერა - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა სკოლის კედლებში სიხარული, სიამაყის განცდა და საზეიმო განწყობა შემოიტანა. სკოლის კურსდამთავრებულებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და ქვეყნის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. 

სპასოვკის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას, ეს წარმატება კი მოსწავლეების დაუღალავი, მრავალწლიანი შრომისა და იმ მასწავლებლების პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომლებიც დღე და ღამე ზრუნავდნენ მათ პიროვნულ ზრდაზე.

„გზა მშვიდობისა, ძვირფასო სტუდენტებო, სპასოვკის N1 საჯარო სკოლა მუდამ იამაყებს თქვენით!“, - ასე ულოცავენ კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას პედაგოგები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი კვლავ არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203