„ახლა თქვენი ჯერია!“ - გაიცანით საამაყო სტუდენტები ნახუნაოს საჯარო სკოლიდან
26-08-2026

„დადგა დღე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით! დღე, რომელსაც განსაკუთრებული ემოციებით ხვდებით თქვენ და თქვენი მთავარი მხარდამჭერები - ოჯახის წევრები. თქვენ გახდით იმ დიდი საზოგადოების ნაწილი, რომელიც საუკუნეზე მეტია ქმნის განათლების, მეცნიერებისა და თავისუფალი აზროვნების ისტორიას. აქ ყველა თაობა თავის კვალს ტოვებს.

ახლა თქვენი ჯერია!

გილოცავთ  სტუდენტობას! გისურვებთ საინტერესო და ბედნიერი თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ წლებს“, - ასე მიულოცა მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნახუნაოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, გერასიმე კიკალიშვილმა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. წლევანდელი სასწავლო წლის მთავარი გმირები კი ლუკა და ლაშა სიგუები არიან.

ლუკა სიგუა სწავლას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუში, სამართლის ფაკულტეტზე განაგრძობს, ხოლო ლაშა სიგუა „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის. 

ნახუნაოს საჯარო სკოლაში ემშვიდობებიან საამაყო კურსდამთავრებულებს, ცხოვრების ახალ, საპასუხისმგებლო ეტაპზე აცილებენ და აღნიშნავენ, რომ კვლავაც სიამაყით დაელოდებიან თითოეული მოსწავლის პროფესიულ გამარჯვებას.

ფოტოების ავტორი დავით პირტახია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203