ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ
25-08-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდების შემდეგ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა.

ელია მაკარიანი, ელიზა ოველიანი და არმან პილოიანი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ, ხოლო რუზანნა სერობიანი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ალასტანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ახალ ეტაპზე წარმატებებს, წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203