
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა ამაყობს კურდამთავრებულებით, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი ქეთის, გიორგისა და ლუკას სტუდენტობას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს წარმატება მათი დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია.
„სამი კურსდამთავრებული, სამი აბიტურიენტი, სამი სტუდენტი - სხვა რა უნდა ისურვოს სკოლამ!
ჩემო ქეთი, გიორგი, ლუკა, თქვენ ხართ ჩვენი გონიერი, მიზანდასახული მოსწავლეები, რომლებმაც ცხოვრების პირველი სერიოზული გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეთ, სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!