წალკის N2 საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100%-იანი შედეგია - სკოლის 20-ვე აბიტურიენტი სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ახლა უკვე სტუდენტის სტატუსს ატარებს.
სკოლის დირექტორი ლეილა წიკლაური კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მიღწეული შედეგი მათი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის დამსახურებაა.
„დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს 20 აბიტურიენტს და ახლა უკვე 20 სტუდენტს! გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტი სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეს არის შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგი.
გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას!
ვამაყობთ თქვენით!
ასევე, ყველა პირველკურსელს ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას!“, - აღნიშნულია დირექტორის მისალოც ტექსტში.