თბილისის N 142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს
თბილისის N142 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.
ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ მათე კოპაძე და ლალი დარჩაშვილი.
მათე კოპაძემ განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენა ქართულში 50/60, ისტორიაში 57/60, ხოლო ინგლისურში მაქსიმალური, 70/70 ქულა აიღო. ლალი დარჩაშვილის შედეგებია: ქართული — 49/60, ისტორია 48/60, ინგლისური - 67/70.
ლიზი გელაშვილი და თემუკა ლომიძე კი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლიან. ლიზი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყებს სწავლას, თემუკა კი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე და უსურვებს მათ ახალი, საინტერესო და წარმატებული ეტაპის დაწყებას.
„ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით და მათ მიღწეულ შედეგებს გულითადად ვულოცავთ. ვუსურვებ თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“ - აღნიშნავს ეკატერინე ენდელაძე.