გუმბათის საჯარო სკოლის ხუთივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
25-08-2026
წარმატებით დასრულდა ეროვნული გამოცდების ეტაპი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ხუთივე კურსდამთავრებულისთვის
 
ლიზი ბერიძემ, ლუკა გორგაძემ, ელენე მიქელაძემ, საბა საგინაძემ და გიორგი ბოლქვაძემ სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა შეძლეს. ხუთივე აბიტურიენტი საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას.

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ახალ ეტაპზე წარმატებებს, წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203