„მადლობა პედაგოგებსა და მშობელებს - გილოცავთ სტუდენტობას“ -  გივი მიქანაძე
25-08-2026
აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, ტექსტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
 
სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.
 
მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა.
 
გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203