
გამოცდებზე პედაგოგების ნაწილის შემთხვევაში არ გვქონდა დამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გამოცდის გადავადების გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე - ჩემთვის გამოწვევაა, თუნდაც ერთი ადამიანის მიმართულებით თუკი არის საჭიროება, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კომპეტენცია - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„სამინისტრო ყველა მასწავლებელს გვერდით დაუდგება და მისცემს შესაძლებლობას, რომ მათ გაიარონ შესაბამისი გადამზადება და მოემზადონ იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები დაადასტურონ გამოცდებზე.
ჩვენ პირველ რიგში, გამოვდივართ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან და იმ პროცესიდან, რომ სწავლა - სწავლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში. მათ ივლისში ჩააბარეს გამოცდები. მათმა ნაწილმა კომპეტენცია დაიდასტურა, მაგრამ ნაწილმა ეს ბარიერი ვერ გადალახა, რაც ჩვენ გვაძლევს მოცემულობას, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა გავაკეთოთ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
კითხვაზე პედაგოგებისთვის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ გამოიწვია გამოცდებზე პედაგოგების მიერ მიღებულმა შედეგებმა, მინისტრმა უპასუხა, რომ „გარკვეულწილად კი“.
„ნაწილი მათგანის შემთხვევაში არ გვქონდა დამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩემთვის გამოწვევაა თუნდაც ერთი ადამიანის მიმართულებით თუკი არის საჭიროება, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კომპეტენცია. რეფორმა რომელიც წამოვიწყეთ, არის პირველ რიგში, ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული. ჩვენ რაიმე მიმართულებებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა მასწავლებელს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, მივცემთ შესაძლებლობას, რომ მათ გაიარონ შესაბამისი გადამზადებები და მოემზადონ იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები დაადასტურონ გამოცდებზე.
თითოეული მასწავლებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მათემატიკაა, ქართული თუ ინგლისური და რომელი საგანი, არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის ანალიზი მიმდინარეობს და სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაგეგმავს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.
ხელფასი აღარ დაგაკლდებათ - მასწავლებლებს საათები გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურდებათ