ყველა კითხვის პასუხი - აკრძალვები, გამონაკლისები და შეღავათები სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით
24-08-2026

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა სპეციალური ონლაინ პლატფორმა formebi.emis.ge, სადაც მშობლები სასკოლო ფორმების გამოწერას შეძლებენ. ახალი 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფორმების ტარება სავალდებულო ხდება 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის.

საიტზე განთავსებულია ფორმების მოდელები, ზომები და ზუსტი ფასები, ონლაინ შეძენილ ფორმებს რეგიონებში 4-5 დღეში, ხოლო თბილისში უფრო სწრაფად მიიტანენ.

ასევე ცნობილია, რომ თუ ბავშვს ზომა არ მოერგო, ფორმის დაბრუნება ან გამოცვლა შესაძლებელია, გაყიდვა კი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება​.

გარკვეული სოციალური კატეგორიის ბავშვებისთვის ფორმები უფასო იქნება.

კომპლექტის შეძენა სავალდებულო არ არის და არც ისაა აუცილებელი, მშობელმა მაინცდამაინც სამინისტროსგან იყიდოს უნიფორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203